ზღაპრული საახალწლო ღონისძიება და ემოციების ზღვა ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
28-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. პედაგოგები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ახალი წლისთვის სკოლა ლამაზად მოირთო. ამ სამზადისში მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ.

ამ ყველასთვის საყვარელ დღესასწაულთან დაკავშირებით,  I კლასში, დამრიგებელ ნინო რიჟამაძის ხელმძღვანელობით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ფიფქებითა და ზღაპრულად ლამაზი ფერებით მორთული საკლასო ოთახი ჯადოსნურ სამყაროს უფრო ჰგავდა, სადაც ისმოდა I კლასის მოსწავლეების საახალწლო სურვილები, ლექსები და სიმღერები. თვალს ახარებდა მათი შესრულებული ცეკვები“, - გვიყვებიან სკოლაში.

სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილ მოსწავლეთა შემოქმედობითობამ მთელი სასკოლო საზოგადოება აღაფრთოვანა და დადებითი ემოციებით დამუხტა.

„პატარები გილოცავენ დამდეგ ახალ, 2024 წელს. ნანატრი ოცნებების ცხადში ახდენას, ულევ სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ. დედა ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ, იხარეთ და იდღეგრძელეთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203