ნინიგორის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა
28-12-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა, რომელშიც მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სკეტჩები გაითამაშეს, თემატური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. ასევე, ახალი წლის შესახებაც ისაუბრეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად, საახალწლო დეკორაციით იყო მორთული, რაც საზიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა იხალისეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203