ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო. სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ, კლასის დამრიგებლების - ნუნუ ჩხეიძის, თამარ კაკაბაძის, ცამალა მუსელიანის და ეკა ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, საახალწლო განწყობა შექმნა. გაიმართა ღონისძიება, რომელზეც ერთმანეთს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეები ენაცვლებოდნენ.
მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატური ნომერი საუკეთესოდ შეასრულეს, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წარმოთქვეს. გარდა ამისა, მათ ზღაპრის გმირების როლები მოირგეს და ინსცენირება გამართეს.
„ბედნიერი ახალი წელი დაგმდგარიყოს მთელ სამყაროში, ასეთი ჟრიამულით, ხალისით და ბედნიერებით სავსე დღეები გქონოდეთ მუდამ. მრავალ ახალ წელს დაესწარით“,- სკოლაში ახალ წელს ყველას ულოცავენ.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:ვიდეო