„კონკია“- რუსთავის N20 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა ზღაპრული წარმოდგენა
28-12-2023
რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერეზებზე მორგებული გარემოა შექმნილი, პროფესიონალი მასწავლებლები მათ განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად კი, მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, ინგლისურ ენაზე ზღაპარი - „კონკია“ გაითამაშეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელები ინგლისურ ენაზე შესანიშნავად საუბრობდნენ და როლს ოსტატურად ასრულებდნენ.
მათ მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადების დადებითი შესფასება დაიმსახურეს.