რუსთავის N20 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული, საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, მე-11ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ შორენა ბერიანიძისა და ეკატერინე ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით, შექსპირის ტრაგედია - „რომეო და ჯულიეტა“ მაყურებლის წინაშე ინგლისურ ენაზე წარადგინეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, ისინი შესაბამისად გამოეწყვნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ტრაგედიის ფინალმა მაყურებელი მოხიბლა. მათ შექსპირის უკვდავ გმირებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს. მოსწავლეებმა თავიაანთი როლები საოცარი ვირტუოზულობით შეასრულეს.
„ეს დღე ბრწყინვალე ფურცლად ჩაიწერება ჩვენი სკოლის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: