
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზუაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის VI ბ კლასის მოსწავლეებთან, რომელთა დამრიგებელი ირმა ქარქაშაძე, ხოლო „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელი - შორენა ბუიღლიშვილი, პროექტ-გაკვეთილი „საქართველოს კუთხეები“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა, კლასში, ნამუშევრები პრეზენტაციის სახით წარადგინეს და ისაუბრეს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ.
მათ პრეზენტაციები მოამზადეს გურიის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის შესახებ.
„მოსწავლეებმა თითოეული კუთხის ტრადიცია, წეს-ჩვეულებები, კულტურა, რელიგია, მეურნეობა და დასახლების ტიპები შესანიშნავად და საინტერესოდ წარმოაჩინეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროექტ-გაკვეთილი შთამბეჭდავი, საინტერესო და შემეცნებითი იყო თითოეული მოსწავლისათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: