
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. მოსწავლე-მასწავლებლები ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.
სკოლაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ღონისძიებაზე ასევე მე-7 კლასის მოსწავლეებმა: ანასტასია სადრაძემ და მარიამ ლომაძემ თავიანთი ნახატი „საახალწლო სურათი“ წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: ქეთევან ანთაძე ( I კლასი), მარინე იმნაძე ( II კლასი), თამარ ხომერიკი ( III კლასი), ცისანა გოგოტიშვილი ( IV კლასი), ნანი ნიკოლაშვილი (V კლასი), მზია ხუჭუა ( VI კლასი).
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: