არხილოსკალოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა საახალწლო ზღაპარი 
28-12-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.

პირველი კლასის მოსწავლეებმა მარიამ ბუთხუზმა, ანამარია ჩოხელმა, თამარ ზაქაიძემ, გიორგი წიკლაურმა, ელენე ბენიაიძემ, დარინა ბახუტაშვილმა და ელენე ხარხელაურმა საინტერესო და კეთილი ამბავი საახალწლო ფერად ზღაპრად აქციეს.

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. მათ იმღერეს, იცეკვეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს.

„ახალი წლის წინა ღამე იყო. სარკმელს მიკრული და-ძმა ჩამუქებულ ზეცას ასცქეროდა. ჰაერში არსად არ ჩანდნენ თოვლის ფიფქები... პატარა ბეღურამ ფრთა ფრთას შემოჰკრა, ცისკენ გაიჭრა და ღრუბლებს მიაშურა. იქ ღრუბელთა სამეფოში უთვალავ თოვლის ფიფქს ეძინა მყუდროდ და ტკბილად. ფიფქებს სთხოვა ბავშვებისთვის საახალწლო ნატვრა აესრულებინათ... ფიფქებმაც არ დააყოვნეს, დედამიწისკენ დაეშვნენ და მთა-ბარი თეთრად გადაბარდნეს...- ასე მოუყვანა ბეღურამ პატარებს თოვლიანი ახალი წელი.
მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს აქტიურობისა და დახმარებისთვის. შევძელით, კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გვეჩუქებინა პატარებისთვის, რომელიც ხვალ უკვე მათი ტკბილი მოგონება იქნება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203