„კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“ - შთამბეჭდავი სადღესასწაულო ღონისძიება ალათუმანის საჯარო სკოლაში
27-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს. 

25 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა კლასი და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. უმცროსკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას ​საახალწლო ლექსები, სიმღერები და ცეკვები შესთავაზეს, უფროსკლასელებმა კი - საახალწლო ვიქტორინა - „მრავალჟამიერ, წელო ახალო!“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან - ღონისძიება ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა.

„კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა ალათუმნის სკოლის ისტორიაში. სკოლამ ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით და ქების სიგელებით სხვადასხვა ნომინაციაში - „გამარჯვებული გუნდი“, „გუნდის საუკეთესო კაპიტანი“, „ყველაზე ჭკვიანი", „დირექციის რჩეული“, „ყველაზე სწრაფი“, „მაყურებლის სიმპატია“, „ყველაზე პასიური“, „საუკეთესო თამადა“, „საუკეთესო მხატვარი“ და „ჟიურის სიმპატია“. 

სკოლის მოწსავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203