„კულტურის ძეგლები აფხაზეთში“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო გაკვეთილი და ინფორმაციული პრეზენტაცია
27-12-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.

ახლახან, VI კლასში, ისტორიაში (მასწავლებელი იზოლდა ჯანგავაძე, დამრიგებელი მანანა წულაია) ჩატარდა გაკვეთილი თემაზე - „კულტურის ძეგლები აფხაზეთში“. დამუშავდა სამიზნე ცნებები - დრო და საზოგადოება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თავიანთ ნაშრომში გამოკვეთეს აფხაზეთი, როგორც კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი მხარე, ქრისტიანული კულტურის ძეგლები, როგორც ქართული საეკლესიო არქიტექტურის ნიმუშები.

პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა წარმატებით უპასუხეს დასმულ კითხვებს.

გაკვეთილს ესწრებოდა სასწავლო ნაწილი ქალბატონი დალი სილაგაძე და ისტორიის მასწავლებელი თეა ბობოხიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203