დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლამ წარმატებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ვარსკვლავები გაუხსნა
22-05-2018
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლამ გაცვლითი პროგრამა FLEX-ის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ ინგლისურის პედაგოგს ია ნიქაბაძეს ვარსკვლავები გაუხსნა.

სკოლის აღსაზრდელები მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობდნენ და გაიმარჯვეს. 

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ-ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203