„მგზავრის წერილები“ ანუ „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა...“ - ხონის N2 სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი საინტერესო პრეზენტაციით დააგვირგვინეს
27-12-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება.
21 დეკემბერს, მე-11ა კლასის მოსწავლეებმა ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე კიდევ ერთი ღრმაშინაარსიანი, პრეზენტაცია გამართეს.
მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს სასწავლო პროექტზე - ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ ანუ „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა...“, რაც სწორედ ამ საინტერესო პრეზენტაციით შეაჯამეს.
მოსწავლეთა პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა თემის ღრმა ცოდნა წარმოაჩინეს და შექებაც დაიმსახურეს.