
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეები საგანგებოდ, თემატურ კოსტიუმებში გამოეწყვნენ, სასკოლო გარემო მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძიება წარუდგინეს.
ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებით, ასევე გაჯერებული იყო თეატრალური დადგმებით, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
დღე ემოციებით დატვირთული, ხალისიანი და დაუვიწყარი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: