იხტილის საჯარო სკოლაში საახალწლო გამოფენა გაიმართა
27-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობა სუფევს.

სკოლაში საახალწლო გამოფენა გაიმართა.

გამოფენისთვის მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნეს საახალწლო საჩუქრები, ხელოვნური ნაძვის ხეები და მისალოცი ბარათები. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები, რომელთაც მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები გამოფინეს. 

მონაწილე კლასები მასწავლებლებმა შეაფასეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სკოლის სახვითი ხელოვნების მასწავლებლები და ხელოვნების ბილინგვურის სპეციალისტი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203