ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო გათამაშებას საინტერესო ინგლსიურენოვანი აქტივობებით შეუერთდნენ
27-12-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში უცხოური ენის ხარისხიანად ცოდნის მნიშვნელობა კარგად ესმით. ინგლისური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწავლებადი და გამოყენებადი ენაა, ამიტომ პატარები, ენის საფუძვლიანად დასაუფლებლად, მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი, რაც მათ ცოდნაზე აისახება. 

ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII, VIII და VIII  კლასის მოსწავლეთა უმრავლესობა ჩაერთო  საახალწლო გათამაშებაში, რომელიც English Book Education-ისა და Macmillan Education-ის ორგანიზებით ტარდება. 

მოსწავლეები კონკურსის ფარგლებში არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობას ახორციელებენ.

მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი ია ბლაგიძე გახლავთ, რომელიც კონკურსის თითოეულ მონაწილეს წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203