გვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი ზღაპრის გმირებთან ერთად იზეიმეს
27-12-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში წინასაახალწლო მღელვარება, საზეიმო განწყობა და ჟრიამულია. 

„სიზმრად ვნახე გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა“, - დიდი სიამოვნებით, მონდომებითა და ხალისით მღერიან გვარას საჯარო სკოლის პირველკლასელები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბედნიერება მათ სახეზეც აღბეჭდვიათ და ხმაშიც, რადგან დიდი ზეიმის მონაწილენი არიან.

ამ ზეიმის სულისჩამდგმელი კი, დამრიგებელი იანა მეგრელიძე გახლავთ, ხოლო მუსიკალური გაფორმების ავტორი მასწავლებელი ნათია ბაუჟაძეა.

აღსანიშნავია, რომ პატარებმა ახალი წლის მოახლოება ზღაპრის გმირებთან ერთად იზეიმეს. ღონისძიება გაალამაზეს „ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ პერსონაჟებმა, ნაცარქექია და დევიც სტუმრობდნენ სკოლას, მგელი, ვეფხვი, მაიმუნი და ძალიან საყვარელი ყურშაც კი, მონაწილეობდნენ შთამბეჭდავ წარმოდგენაში. 

„მადლობა, პატარებო, ამ სიხარულის ჩუქებისთვის. ნათელი მომავალი და წინსვლა მინდა გისურვოთ ჩვენი ლამაზი ქვეყნის სადიდებლად“, - ასე დალოცა პატარები სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანული პაპუნაიშვილმა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203