„იმღერე რამე“ - ყარაჯალის საჯარო სკოლაში ტრადიციადქცეული მუსიკალური პროექტის ფინალი გაიმართა
27-12-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლა საუკეთესო ტრადიციებს არ ღალატობს - წინასაახალწლოდ სკოლაში მუსიკალური კონკურსი გაიმართა.
სკოლა პროექტის - „იმღერე რამე“ განხორციელებას ტრადიციულად წელსაც აგრძელებს. კონკურსის ფინალი კი 26 დეკემბერს ჩატარდა.
V- X კლასის მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს ქართული ხალხური და კლასიკური სიმღერები და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ბავშვებს აფასებდა სპეციალური ჟიური.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც XII კლასის მოსწავლეებიც შედიოდნენ, გამოავლინა გამარჯვებულები.
გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს