დედალაურის საჯარო სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა
27-12-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები კი სხვდასხვა სპორტულ ღონისძიებებში ხალისით მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

დედალაურის საჯარო სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა ხონში გამართულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, მინი ფეხბურთში პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ სკოლის ფიზუკური აღზრდის მასწავლებელს - ომარ ჭელიძესა და ტურნირში მონაწილე ბავშვებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203