ყაურმის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
27-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ჯადოსნური წინასაახალწლო განწყობა სუფევს. კლასებში დაიწყო საახალწლო ღონისძიებები.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს მშობლებს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს ახალი წელი.

ბავშვებმა ზღაპრის გმირების როლები მოირგეს და ზღაპრული წარმოდგენაც გამართეს. ეს ყველაფერი კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეასრულეს ქართულ ენაზე. ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას საზეიმო განწყობა და ჯადოსნური ემოციები გაუზიარეს. 

თოვლის პაპამ მათ დაურიგა სიმბოლური საჩუქრები, რომლითაც ბავშვები კმაყოფილი დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203