„ოქროსფერი“ ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში
27-12-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან  სხვადსხვა საინტერესო ღონისძიებაში და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობენ.

სწორედ ასეთი გახლდათ, შემოდგომისადმი მიძღვნილი „ოქროსფერი“ ღონისძიება. 

მოსწავლეებმა, შემოდგომა დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს, ბევრი იცეკვეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს, ტრადიციულად, ჩურჩხელები ამოავლეს თათარაში. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლებიც, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან.

„დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისათვის, თანამშრომლობისათვის, იმისთვის რომ ეს დღე შედგა“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203