მხიარული თამაშები და კოსტიუმირებული ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
27-12-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნას დიდი მონდომებით ცდილობენ. 

ამის დასტურია, III კლასში გამართული შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება, რომელსაც დამრიგებელი ლია მეხრიშვილი ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უამრავი აქტივობებისგან შედგებოდა ღონისძიება, რომელიც გაჯერებული იყო საახალწლო, სახალისო და მხიარული ელემენტებით.

ბავშვები დიდი ემოციებით საუბრობდნენ ახალი წლის მოლოდინებზე, თოვლის პაპის საჩუქრებზე და ტრადიციული ნაძვის ხის მორთვაზე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ორი გუნდი: „თოვლის გუნდა“ და „ნაძვის ტოტი“ ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშებში ეჯიბრებოდნენ. სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები.

ღონისძიებას აფორმებდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა, ანდაზები, გამოცანები და მრავალფეროვანი თამაშები.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები, რომლებმაც ბავშვებს ათამაშეს „სეკრეტ სანტა“ მასწავლებელთან ერთად - ამ ყველაფერმა, ღონისძიებას მეტი ელფერი და მხიარულება შესძინა.

სკოლის დირექცია ღონისძიებას დადებითად აფასებს და  სრულიად სასკოლო საზოგადოებას, საუკეთესო სურვილებით, დამდეგ შობა ახალ წელს ულოცავს.

„ღონისძიებამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ყველასთვის. მხიარული და ბედნიერი ბავშვების ნახვას არაფერი შეედრება. სკოლის დირექცია გისურვებთ ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ 2024 წელს. გისურვებთ წარმატებებს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 
















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203