ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს და ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაცია გაუწიეს
27-12-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და ცდილობენ მათ შედეგზე ორიენტირებული გარემო შეუქმნან. 

ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემაც - „თამბაქო - მავნე ჩვევები“, გახლდათ. 

მოსწავლეებმა, თამბაქოს მოხმარების დამღუპველ შედეგებზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ ეს არის მავნე ჩვევა და რომ აუცილებელია მისგან თავის დაღწევა. 

მოსწავლეებმა საინფორმაციო პლაკატებიც მოამზადეს და საკლასო ოთახში განათავსეს. 

მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი, გაიგეს ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაცია გაუწიეს. 

იხილეთ ფოტო, ვიდეო 1; ვიდეო 2; და ვიდეო 3
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203