საახალწლოდ მოკაზმული მესამეკლასელები და საზეიმო განწყობა ლემშვენიერას საჯარო სკოლაში
27-12-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ამაღლებული განწყობა, საახალწლო მღელვარება და ჯადოსნური გარემოა. 

სკოლაში საახალწლო ღონისძიებებს, სხვადსხვა კლასის მოსწავლეები მართავენ, ამჯერად ზეიმი მესამე კლასში გაიმართა. საახალწლო ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული სანახაობა დადგეს. 

ბავშვებმა, დამსწრე საზოგადოებას თავი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებითაც მოაწონეს და ბევრი იმხიარულეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას პედაგოგი მაიკო მარგიანი ხელმძღვანელობდა და მასში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა, ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ყოველივე საუკეთესო უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203