ლემშვენიერას საჯარო სკოლის პირველკლასელეთა შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება
27-12-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში უკვე იგრძნობა წინასაახალწლო მღელვარება. 

სკოლაში, 1-ელი კლასის 1-ელი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დამრიგებელი ინგა ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა და მასში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. 

პატარებმა, საახალწლოდ მორთულ გარემოში, ზღაპრები და საყვარელი პერსონაჟები გააცოცხლეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ბევრი იცეკვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

დღის ბოლოს კი, ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი, საუკეთესო სურვილებით მიულოცეს. 

„მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს ჩვენო ძვირფასებო!“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203