
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გამართეს.
საახალწლოდ მორთული საკლასო ოთახი, ოცნებებით აღსავსენი, სანტასა ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეები და დიდი საშობაო ჟრიამული - ასეთი განწყობაა ლემშვენიერას საჯარო სკოლაში.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა, მშობლების დახმარებითა და დამრიგებლის - მაიკო დუმბაძის ხელმძღვანელობით, მუსიკალურად გაფორმებული, ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა მოაწყვეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებმა და მშობლებმა, უნიჭიერეს ბავშვებთან ერთად შესანიშნავი განწყობა შექმნეს და ბევრი იხალისეს, ბოლოს კი, ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი, საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: