ახალშენის N2 სკოლის მოსწავლე მარიამ გორგაძემ კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსში  I ადგილი მოიპოვა
27-12-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ გორგაძე. 

მარიამი კლასიკური მუსიკის მე-16 საერთაშორისო კონკურსში - „future starts“, წარმატებით მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი ბაქოში ჩატარდა, სადაც მარიამმა I ადგილი აიღო და კონკურსის საერთაშორისო დიპლომი დაიმსახურა. 

სკოლაში, მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

„მარიამს ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას... მისით ამაყობს სკოლა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203