
ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს, მათ სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ და განწყობა აუმაღლონ.
სწორედ ამ მიზნით, IIე კლასის მოსწავლეები დამრიგებლის - ირმა დევაძის ხელმძღვანელობით, კინოთეატრ - „აპოლოში“ იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა „დისნეის“ ანიმაციურ ფილმს - „ჯადოსნური ნატვრას“ უყურეს, შემდეგ კი, განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მთავარი მიზანი მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება გახლდათ.
იხილეთ ვიდეო: