
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში წიგნიერი მოსწავლეები იზრდებიან. პედაგოგები მათ მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის მიზანი სწორედ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაა. კლუბს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატუტის მასწავლებელი მზია ბაიდოშვილი ხელმძღვანელობს.
ახლახან, ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბს მე-7 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათ განიხილეს ონჯალი რაუფის ბესტსელერი „ბიჭი ჩვენი სკოლის ბოლო მერხზე“
პატარა მკითხველებმა დიდი ხალისითა და მონდომებით ისაუბრეს, იმსჯელეს, გაიაზრეს და შეაფასეს წაკითხული წიგნი. ყურადღება გაამახვილეს ისეთ ადამიანურ ღირებულებებზე, როგორებიცაა: სიკეთე, მეგობრობა, თანადგომა, ტოლერანტობა.
მათი საყვარელი პერსონაჟები გახდნენ ალექსა, ჯოზი, მაიკლი, ტომი, აჰმეტი.
აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები და მკითხველთა კლუბის წევრები.
იხილეთ ფოტოები: