ხონის N2 საჯარო სკოლის დებატკლუბი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებას შეუერთდა 
27-12-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე, პედაგოგთა ძალისხმევით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ამჯერად, მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებას შეუერთდნენ.

ახლახან, საქართველოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებელთა მონაწილეობით საქართველოში მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესებაზე საჯარო დებატები გაიმართა.

პროექტს ახორციელებს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი საზოგადოებრივ ალიანსთან „მასწავლებლებისთვის“ პარტნიორობითა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა - „ლაბის“ სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.

ინიციატივა განხორციელდა პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

აღნიშნულ საჯარო დებატებში აქტიურად ჩაერთო ხონის N2 საჯარო სკოლის დებატკლუბი, მასწავლებელ ნინო უგრეხელიძის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს და მათი შეხედულებები საფუძვლიანად დაასაბუთეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203