„სიკეთე გადამდებია“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეორეკლასელები მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს საჩუქრებით ესტუმრნენ
27-12-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებში ჰუმანურობისა და ემპათიის დანერგვას, სხვადასხვა სახის პროექტებისა თუ აქტივობების საშუალებით. 

ამჯერად, ინიციატივით - „სიკეთე გადამდებია“, II კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ირმა დევაძის ხელმძღვანელობითა და მშობლების ჩართულობით, მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს, რეაბილიტაციის ცენტრ „თანას“ ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა მასპინძლებს გადასცეს საჩუქრები, მათთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და დრო ხალისიანად გაატარეს. 

„სიკეთის მარცვალი ყველა ადამიანშია. მთავარი მისი გაღვივებაა. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება. ჩვენ მიერ გაკეთებულმა თუნდაც ერთმა კეთილმა საქმემ შეიძლება უფრო მეტი სიხარული მოიტანოს. სიკეთე არასდროს იკარგება, პირიქით გადამდებია“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შემატეს კლასის მატეანეს

აღსანიშნავია, რომ ინიციატივამ სკოლაში მასშტაბული სახე მიიღო, II კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი კამპანიაში ჩასართავად X კლასმა გამოიწვია, მეორეკლასელები კი,  VI კლასს იწვევენ, მიზნით - „აქციე სიკეთე ტრადიციად“. კლასის დამრიგებელი ირმა დევაძე, მადლობას უხდის X კლასს გამოწვევისთვის.

„მადლობა გამოწვევისთვის ირინე მამულაძესა და X კლასს. ჩვენ ვიწვევთ VI კლასს (დამრ. მადონა წივწივაძე). აქციე სიკეთე ტრადიციად“,- აღნიშნავს პედაგოგი ირმა დევაძე. 

იხილეთ ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203