
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად ბავშვები გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „ფესვები“.
ახლახან ეკოკლუბის წევრებმა და მოხალისე მოსწავლეებმა კვირეულის - „შეამცირე პლასტმასა“ და პროექტის - „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში შეაგროვეს 2300 პლასტმასის ბოთლი, რომლის რეალიზება, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, უზრუნველყო მოხალისე ოთარ ბასილაშვილმა.
სკოლაში მოხალისეს დახმარებისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობას ვუხდით მას მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის, დახმარებისა და გარემოზე ზრუნვისთვის. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომში უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ნარჩენების შესამცირებლად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
გარემოსდაცვითი აქტივობა პედაგოგ ლიანა გოგილაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: