ტყიბულის N6 სკოლის საგამოფენო სივრცეში VIII კლასის მოსწავლის - ელენე წიწილაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო
26-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გარდა იმისა, რომ მოსწავლეები იღებენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე, მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დადებითად აისახება. 

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის საგამოფენო სივრცეში მოეწყო VIII კლასის მოსწავლის - ელენე წიწილაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა.

გამოიფინა მოსწავლის მრვალფეროვანი ნამუშვრები და კიდევ უფრო გაალამაზა სკოლის კედლები და ინტერიერი.

მოსწავლის ნამუშევრებმა მოსწავლე-მასწავლებელთა დიდი მოწონება უკვე გამოიწვია. 

მოსწავლის დამრიგებელ - კოტე გოშხეთელიანი გახლავთ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი კი - ბესიკ აბრამიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203