საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლში ვაჟა-ფშაველას „სათაგურის“ მიხედვით სპექტაკლი დაიდგა
26-12-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ვაჟა-ფშაველას საბავშვო მოთხრობს „სათაგურის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

სასცენო წარმოდგენა მთის არწივად წოდებული გენიოსის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

სპექტაკლი გაიმართა პედაგოგ მარი თაბაგარის სარეჟისორო ვერსიით.

მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს სასცენო ხელოვნების ყველა დეტალი.

შესაბამისი კოსტიუმირებული სანახაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა მოზარდების არტისტიზმს.

„სათაგურმა“ გააერთიანა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ნინო ბიბილურისა და ნათია ხუჭუას შემოქმედებითი ტანდემი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა მე-4 კლასელების გამოსვლებს, როგორც სასიმღერო, ასევე საცეკვაო ნომრების შესრულებისას.

მარი თაბაგარის მიერ შექმნილი სასცენო რეკვიზიტები სიძველის, ეპოქალურ ხიბლს მატებდა წარმოდგენას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203