
შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, მოსწავლეთა შორის ჩატარდა კონკურსი სახვით ხელოვნებაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი მონდომებით ცდილობდნენ საუკეთესო ნახატის შექმნას. მათ დაკისრებულ მოვალეობას თავი სამაგალითოდ გაართვეს და მართლაც, საბოლოო ჯამში, საუკეთესო ნახატის არჩევა შეუძლებელი გახდა, რადგან როგორ პედაგოგი გვეუბნება ყველა ნამუშევარი საუკეთესო იყო.
იხილეთ ფოტოები: