ეშტიის N2 საჯარო სკოლის სამი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლით დაჯილდოვდა
26-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

მათ შორის არიან პეტნაკ ბეზოიანი, მარიამ გომციანი და დიანა იაჟიანი, რომლებსაც სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის ოქროს მედლები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.

მოსწავლეებით სკოლაში ამაყობენ და მათ კვლავ წინსვლას უსურვებენ.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203