წინასაახალწლო ჟრიამული და კოსტიუმირებული სანახაობა ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში
26-12-2023

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში დიდი საახალწლო ჟრიამულია. 

„სადაცაა კიდევ ერთ წელს მიითვლის ჟამთა აღმწერელი და ახალი 2024 წელი შემოაბიჯებს“, - როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საახალწლო მზადება უკვე დაიწყეს საოცარმა პირველკლასელებმა. 

მოსწავლეებმა, სხვადსხვა ზღაპრის პერსონაჟების კოსტიუმები მოირგეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ღონისძიების ბოლოს კი, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი, საუკეთესო სურვილებით მიულოცეს. 

„მათმა გამოსვლამ გული ბავშვური რწმენით აგვივსო... მშვიდობის, კეთილდღეობის, წინსვლის წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისათვის და სრულიდ საქართველოსათვის“, -  აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203