„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“ - ორლოვკის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
26-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის  X კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

საპრეზენტაციო თემა - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“, გახლდათ. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია, ხელოვნების მასწავლებლის ცოღიკ კარსლიანის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს: თუ რა არის კულტურა? და რა კულტურა დაგვრჩა ჩვენი წინაპრებისგან?

შეხვედრაზე, მოსწავლეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არსებული თეატრები, მუზეუმები და ძეგლები, რომლებიც გვაძლევს შესაძლებლობას ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, განვიხილოთ კულტურის სხვადასხვა მიმართულებაში გავრცელებული სტილი და ტენდენციები.

შეხვედრა ინტერაქციული, შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203