ორჯის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი 
26-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, სიანტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მათემატიკის მასწავლებელმა -  გაიანე მანუკიანმა მე-3 კლასში საინტერესო და სახალისო ღია გაკვეთილი ჩაატარა. ბავშვები მათემატიკურ ფიგურებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

პედაგოგმა მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები შესთავაზა, რომლებიც მესამეკლასელებმა დიდი ენთუზიაზმით და ხალისით შეასრულეს

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები აღნიშნული აქტივობებით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203