
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია, რომელშიც ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან.
სკოლაში ტრადიციულად, კონკურსი - „უცნაური ნაძვის ხეები“ ყოველ წელს იმართება. გამონაკლისი ახლაც არ ყოფილა. აღნიშნული კონკურსი, სკოლაში, გეოგრაფის მასწავლებლის - ა. ნალბანდიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ბავშვებმა შემოქმედებითი ხედვა და უნარები მაქსიმალურად წარმოაჩინეს, ძალიან მოინდომეს და შესანიშნავი ნაძვის ხეები შექმნეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ყურადღებით მონაწილეობდნენ.
კენჭისყრის გზით, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგმა ყველაზე უცნაური ნაძვის ხე აარჩია და მისი შემქმნელი დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: