ერტისის საჯარო სკოლის ხუთი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლით საზეიმოდ დაჯილდოვდა
26-12-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევენ, რაც მათ აკადემიურ მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს. 

წელს, ოქროს მედლით ერტისის საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე დაჯილდოვდა. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, მოადგილეებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან - ზურაბ აზარიაშვილთან ერთად, 2021-2022 სასწავლო წლის 30 წარჩინებული კურსდამთავრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ ფარგლებში, დააჯილდოვა ოქროსა და ვერცხლის მედლებით.

ოქროს მედალი გადაეცათ ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - სოფიკო აღდგომელაშვილს, ნანუკა ზაუტაშვილს, გვანცა მანთაშაშვილს, მარიამ მგალობლიშვილსა და მარიამ გოგაშვილს.

დაჯილდოებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

დაჯილდოებულმა ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალში.

ერტისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ. 

„ერტისის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს ჩვენი სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ჯილდოს. წარმატებები იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო. თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენი სკოლის, ჩვენი რაიონის, საქართველოს წარმატებაა. მადლობა საქართველოს მთავრობას ასეთი წამახალისებელი პროგრამების განხორციელებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203