სვირის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
26-12-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლები ახალი წლისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან.

სკოლაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძება ჩატარდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

სკოლაში, ასევე მე-5, მე-6 და მე-7  კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო კონკურსი ჩატარდა, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203