ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოთეატრს ესტუმრნენ
26-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურული აქტივობა მოეწყო. 

X კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ბესიკ აბრამიძის ჩართულობით, ქუთაისში, კინოთეატრ Cinema Sakartvelo-ში ფილმის სანახავად იმყოფებოდნენ. მათ ფართო ეკრანზე მხატვრული ფილმი - „შურისძიების ღამე“ ნახეს და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ შინ.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და სურვილებს მორგებულ აქტივობებს სთავაზობენ და მოწაფეთა მოტივაციაზე ზრუნავენ. მათ შორის მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კინოხელოვნებისადმი მოსწავლეთა სწორი დამოკიდებულების ფორმულირებასაც. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203