პროექტი, რომელმაც ოთხი სკოლა გააერთიანა - გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
26-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. 

პროექტი აერთიანებდა ოთხ სკოლას - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის, გორელოვკის N3, გორელოვკის N1 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლებს.  

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა  მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნისა და თავიანთი ეთნოსის, ახალი წლის ტრადიციისა და წეს-ჩვეულების შესახებ, შექმნეს პრეზენტაციები და სკოლაში წარადგინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოკვლეული და გაანალიზებული ინფორმაციის შედეგები მრავალფეროვანი და საინტერესო პრეზენტაციებით  გაუზიარეს თანატოლებს ინგლისურსა და ქართულ ენაზე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ მონაწილეები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ (ქართველები, სომხები, დოხობურები).

პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.

შემაჯამებელი ღონისძიება დასრულდა ტკბილეულის დაგემოვნებით და ნაციონალური ცეკვების შესრულებით.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს - მარიამ ჯვარიძემ, თამრიკო ჩარკვიანმა და ლია გოგოლაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203