„ახალი წელი და მსოფლიო“  - საინტერესო ინგლისურენოვანი კონფერენცია ბათუმის N8 სკოლაში 
26-12-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, სასკოლო კონფერენცია ინგლისურ ენაში ჩატარდა, რომლის სახელწოდება „ახალი წელი და მსოფლიო“ იყო.  კონფერენციის ორგანიზატორი ინგლისური ენის პედაგოგი ია ბლაგიძე გახლდათ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. 

მონაწილეობისთვის მსურველებმა სკოლაში, წარადგინეს ჯგუფი და წარსადგენი ქვეყნის დასახელება. კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური, ქართული.

როგორც გვიყვებიან, სასკოლო კონფერენციის მიზანი გახლდათ:

  • საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციის წარდგენის გამიცდილების მიღება;
  • მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავება;
  • თემის წარდგენისთვის საჭირო უნარების პრაქტიკაში დანერგვა;
  • ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო მიზანზე მორგება;
  • ინგლისური ლექსიკის პრაქტიკული გამოყენება;
  • ინგლისურ ენაზე საუბრისას არსებული კომპლექსების დაძლევა. 

პრეზენტაციის მომზადება შემდეგ ეტაპებს მოიცავდა:

  • ჯგუფის შექმნა (3-5 წევრი);
  • საპრეზენტაციო ქვეყნის შერჩევა და ინფორმაციის მოძიება შემდეგი კითხვების გამოყენებით: სად, როდის და როგორ აღინიშნება ახალი წელი.
  • შერჩეული ქვეყნის კულტურული საახალწლო ღირებულებების განხილვა;
  • შესაბამისი ფოტო მასალის შესაბამება;
  • პრეზენტაციის შექმნა (power point);
  • ინგლისურად ტექსტების დამუშავება (თხრობა, სწორი წარმოთქმა).

თითოეული ჯგუფი საინტერესოდ წარსდგა მსმენელის წინაშე. 

„ეს იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი წარმატებისკენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კონფერენციის მონაწილეები სკოლის დირექტორმა ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძემ სიგელებით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203