ცხმორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახები საკუთარი ნამუშევრებით მორთეს
26-12-2023

შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში ჯადოსნური წინასაახალწლო განწყობა სუფევს. 

მოსწავლეები ხალისიანად შეუდგნენ ახალი წლის სამზადისს, მათ ხელოვნების მასწავლებელ თუნთულ ბერიძესთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით საზეიმოდ მორთეს საკლასო ოთახები.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი თუნთულ ბერიძე მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და ამ მიზნით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. წინასაახალწლოდ კი მასწავლებელმა მოწაფეები თემატური აქტივობებით გაანებივრა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203