
ბათუმის N8 საჯარო სკოლა და პედაგოგი მაკა ხინთიბიძე სამოქალაქო განათლების პროგრამასთან აქტიურად თანამშრომლობენ.
პროგრამის პარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიებაში მონაწილეობდა.
ღონისძიება, ბათუმში, 24 დეკემბერს ჩატარდა, სადაც გამოვლინდნენ საგრანტო პროექტში გამარჯვებული სკოლები.
მათ შორის ერთ-ერთი გამარჯვებული გახლავთ ბათუმის N8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაკა ხინთიბიძე.
„N8 საჯარო სკოლას ვულოცავ მცირე საგრანტო პროექტში გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა პროგრამას, ამ შესაძლებლობებისათვის, პარტნიორ ორგანიზაციას არაჩვეულებრივი ღონისძიებისათვის და მხარდაჭერისათვის“,-აღნიშნა პედაგოგმა.
ბათუმის N8 საჯარო სკოლა ულოცავს მაკა ხინთიბიძე ამ წარმატებას და უსურვებს კიდევ მრავალ გამარჯვებას მომავალში.
იხილეთ ფოტოები: