მაწიმის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი გაიმართა
26-12-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.

ახლახან, მაწიმის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ნატო ჯავახიას ორგანიზებით, კონკურსი Spelling Bee ჩატარდა. 

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსში მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

პედაგოგი სკოლის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„მადლობა, სკოლის დირექტორს - მაია ფრიდონიშვილს თანადგომისთვის“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203