„ფეხი, ჩვენი კვალი ანგელოზისა“ - გურკელის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ზეიმი ჩატარდა
26-12-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. მოსწავლეები ახალი წლის შემობრძანებას დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან.

სკოლაში, ზეიმი სახელწოდებით, „ფეხი ჩვენი კვალი ანგელოზისა“ ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების საახალწლო ტრადიციები, ცეკვები და სიმღერები წარადგინეს.

ბავშვებმა ქართული ტრადიციული სამოსი მოირგეს, აღნიშნული მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დადებითმა ემოციებმა და სადღესასწაულო განწყობამ მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა. 

ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა და დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203