ჯიმითის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა 
26-12-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლაში დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს. 

ბავშვებმა, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ჩართულობით, ღონისძიება გამართეს. 

ჯადოსნური საახალწლო განწყობა, მხიარული მოსწავლეები და მათ განწყობასა და მოტივაციაზე მზრუნველი მასწავლებლები - ასეთი გარემოა შექმნილი წინასაახალწლოდ ჯიმითის საჯარო სკოლაში. 

მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და 2024 წელს ახალი შემართებითა და ზღვა ენერგიით ხვდებიან. 

სკოლაში დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას ულოცავენ და საუკეთესო სურვილებს უსურვებენ. 

„მშვიდობიანი, ფეხბედნიერი, ბარაქიანი და წარმატებებით აღსავსე ყოფილიყოს ახალი, 2024 წელი სრულიად საქართველოსა და მსოფლიოსათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203