
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან, მათ სასწავლო მოტივაციაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რაც მოწაფეთა მიღწევებზე აისახება.
მათ შორის, ზარიძეების საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებმა (სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ზ.გიანაშვილი) სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაწერეს პროექტი სახელწოდებით - „ლეკვი ლომისა სწორია“ და მოიპოვეს გრანტი.
ზარიძეების საჯარო სკოლა ულოცავს არაჩვეულებრივ და მოტივირებულ მეთერთმეტეკლასელებს ამ გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატება უსურვებს.
ასევე, ამავე კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს გამარჯვება 22 დეკემბერს, ზარიძეების საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარებულ ინტელექტუალური თამაშში - „რა? სად? როდის?’’, რომელშიც მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაში აქტიურად წარიმართა და დაჯილდოვდნენ გამარჯვებული გუნდები.
ზარიძეების საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის სასკოლო საზოგადოებას თვითმმართველობის მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები: